“ვფიქრობ, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა” – თენგიზ ცერცვაძე

“იმდენად სერიოზული არხებია ჩართული მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ყველაზე მეტი ალბათობაა „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის. მისივე თმით, ორივე ვაქცინა ძალიან კარგია.

„მათ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით, აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და, ამიტომ, მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე – იმ ორი ვაქცინის. მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით, 95 პროცენტამდე, როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“. თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები