„ვუსურვებ ის ტკივილი განაცდევინოს ღმერთმა, რომელიც დედაჩემმა განიცადა როდესაც 8 წლის ასაკში დამტოვა“ – გიორგი ქისტაური ქეთი დოლიძეს
ქეთი დოლიძის ემიგრანტებზე გაკეთებულ განცხადებას გიორგი ქისტაურიც ეხმიანება.
გიორგი ქისტაური: „როდესაც ქეთი დოლიძე გამოდის და მსგავს განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა პირადად არ ვიცნობ და ვერ მივაწვდენ ჩემს აზრს მის კომენტართან დაკვშირებით მაგრამ ვეტყვი და ვუსურვებ ის ტკივილი განაცდევინოს ღმერთმა რომელიც დედაჩემმა განიცადა როდესაც 8 წლის ასაკში დამტოვა, მეძინა და მე ვერც გავიგე ისე, ასევე იმ ტკივილის განცდას ვუსურვებ რომელიც მე მქონა როდესაც გავიღვიძე და დედა გვერდით აღარ მეწვა…
ალბათ მისთვის წარმოუდგენელია ის დედაშვილური ტანჯვა რომელიც დედაჩემს აქვს გადატანილი ჩემს გამო, იმისთვის რომ მე არაფერი მომკლებოდა და ისიც არ იცის რა გრძნობაა როდესაც დედა ისეთ შვილს ტოვებს წლობით, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლია და ყველაზე ძნელია მასთან განშორება…
ქეთი დოლიძე , დედაჩემი ემიგრანტია და იმიტომ რომ მისი შვილი იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი , შენ ამას ვერასდროს გაიგებ…
წყარო: primetimenews.ge