„ვუთხარი ჩემი გასაჭირი“ – როგორ დაეხმარა გოგონას პატრული

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი გვანცა ნიკოლეიშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ დაეხმარა ნატახტარიდან თბილისისკენ მიმავალს პატრული.

„მივდიოდი ნატახტარიდან თბილისში, გზაში დამირეკეს სამსახურის საქმეზე. მანქანა გვერდით გადავაყენე, დიდხანს ვესაუბრებოდი და დასრულების შემდეგ დაქოქვა რომ ვცადე, “აკუმულატორი” დამიჯდა.

გამოიარა პატრულმა, გააჩერა და მკითხა – რამით ხომ არ შეეძლო დახმარება. მე ვუთხარი ჩემი გასაჭირი.
წავიდნენ, იპოვეს ადამიანი, ვისაც ჰქონდა “პერემიჩკები”, მოიყვანეს, დამაქოქინეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს.
მორალი – კარგი რაღაცებიც ხდება“, – წერს გვანცა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები