ვაშინგტონში, სასტუმრო “უოთერგეითის” სახურავზე ვუდი ჰარელსონი მთვრალ ფოტოგრაფს დაუპირისპირდა, – ინფორმაციას ”ფოქსნიუსი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპასუხოდ ფოტოგრაფი ჰარელსონს თავს დაესხა და ყელში ხელის ჩავლება სცადა, მსახიობმა თავი დაიცვა და მთვრალ კაცს კისერში მუშტი ჩაარტყა.
მომხდარი პოლიციას ადგილზე ერთ-ერთმა თვითმხილველმაც დაუდასტურა. სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელს უკვე ბრალი წარედგინა.
ვუდი ჰარელსონი ამერიკელი მსახიობია, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარზე ფილმებისთვის People vs. Larry Flynt, The Messenger, Three Billboards Outside Ebbing, Missouri.