რეჟისორ ვუდი ალენის ახალ ფილმს „Café Society“-ს კანში „მოკრძალებული“ ოვაციით შეხვდნენ. ამის შესახებ დასავლური პრესა წერს. ცნობილია, რომ მაყურებელი ფეხზე იდგა და ტაშს 3 წუთის განმავლობაში უკრავდა, რაც კანის ფესტივალისთვის – „თბილ, მაგრამ არა ზედმეტად პოზიტიურ შეხვედრას ნიშნავს“, – წერს უცხოური პრესა.
ფილმის „Café Society“ მოქმედება 1930-იან წლებში ვითარდება. მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ჯესი აიზენბერგი, სტივ კარელი და ბლეიქ ლაივლი ასრულებენ. აღნიშნული ფილმი ალენის კანის ფესტივალზე ნაჩვენები მე-14 ნამუშევარია.
შეგახსენებთ, კანის 69-ე ფესტივალი გუშინ, 11 მაისს გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ჯულიანა მური, კატრინ დენევი, კრისტენ სტიუარტი, ნაომი უოთსი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ. წელს „პალმის ოქროს შტოს“ მისაღებად ერთმანეთს ჯიმ ჯარმუში, პედრო ალმადოვარი, ოლივიე ასაისი, შონ პენი, ნიკოლას ვინდინგი რეფნი და სხვა რეჟისორები შეეჯიბრებიან.
სხვა სიახლეები