ვორონეჟის ზოოპარკში ყველა ფრინველი გაანადგურეს – მიზეზი გრიპია

დასავლეთ რუსეთში, ქალაქ ვორონეჟის ზოოპარკში 44 სახეობის ფრინველი გაანადგურეს. მათ შორის „წითელ წიგნში“ შეტანილი სახეობებია. მიზეზი გავრცელებული ინფექცია – ფრინველის გრიპია.

საახალწლო დღეებში ზოოპარკში  რამდენიმე ფრინველი დაიღუპა.  ამის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად 160-მდე ფრინველის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო.  ვორონეჟის პროკურატურის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ  ევთანაზია ზოოპარკის ბინადარ ყველა ფრინველს შეეხო. მათ შორის იყო იშვიათი სახეობები:  სისინა გედი, თეთრი წერო, კავკასიური ხოხობი და სხვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები