ვლადიმირ პუტინმა საკუთარ თავს ხელფასი გაუზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო მოხელეთა ნაწილს ხელფასი გაუზარდა, მათ შორის არის თვითონ და ქვეყნის პრემიერი დიმიტრი მედვედევი.

განკარგულების თანახმად, 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასი 4,3% -ით გაიზრდება.

გარდა ამისა, ანალოგიური მაჩვენებლით გაიზარდა ვიცე-პრემიერების, მინისტრების, ცესკოს თავმჯდომარის, გენერალური პროკურორის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, როსგვარდიის და სხვა უწყებების ხელმძღვანელების შრომითი ანაზღაურება.

უკანასკნელად პუტინმა საკუთარ თავს და მედვედევს ხელფასი 2018 წლის იანვარში გაუზარდა.

აღსანიშნავია, რომ განკარგულების ხელმოწერის დღეს, 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები