რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რომანი ამერიკელ ბიზნესლედისთან, 47 წლის ვენდი დენგთან აქვს. ამის შესახებ უცხოური პრესა წერს. ვენდი დენგი – მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ყოფილი მეუღლეა.
ჩინური წარმოშობის ამერიკელი ვენდი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია. ის ბიზნესლედი და ინვესტორია. უცხოური პრესის ინფორმაციით, პუტინის და დენგის ურთიერთობები სერიოზულია, ამბობენ, რომ მათი რომანი უკვე დიდი ხანია დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის და მისი ყოფილი მეუღლის, ლიუდმილას განქორწინების შესახებ კრემლმა 2014 წელს განაცხადა. წყვილი ქორწინებაში 30 წელი იმყოფებოდა. რაც შეეხება ვენდი დენგს, ის რუპერტ მერდოკს 2013 წელს, 14- წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა.
სხვა სიახლეები