რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ტექსტებს სოციალურ ქსელ Twitter-ში არ კითხულობს, რადგან იგი აღნიშნულ სოცქსელს არ იყენებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ტრამპის აზრი ყველასთვის მნიშვნელოვანია.
“მე არ მაქვს Twitter-ი, თუმცა პერიოდულად, რა თქმა უნდა, ჩემი თანამშრომლები მაწვდიან ინფორმაციას. ამერიკის პრეზიდენტის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანისთვის”, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან.
წყარო:imedi.