58 წლის რუსეთის ყოფილი პირველი ლედი 37 წლის არტურ ოჩერეტნის გაჰყვა ცოლად. პუტინი და ლიუდმილა 2013 წელს დაშორდნენ, ამის შემდეგ პირველი ლედი დიდხანს არ ჩანდა და ვლადიმერმაც პირად ურთიერთობებზე მედიას კითხვები აუკრძალა.
ყოფილი პირველი ლედის ახალი ქმარი, ოჩერეტნი სათავეში უდგას ინტერპერსონალური კომუნიკაციის და ლიტერატურული განათლების გამომცემლობის სახლს. მას ადრე ჰქონდა კომპანია Art Show Center, რომელიც ორგანიზებას უწევდა გაერთიანებულ რუსეთს, პუტინის პოლიტიკას და გიგანტურ „გაზპრომს“. ექნება თუ არა ქორწილი ოჩერეტისთან ლიუდმილას, ეს ინფორმაცია მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია. იმედია, ყველაფერი გაირკვევა და პუტინი შეეგუება ყოფილი ცოლის გათხოვებას, – წერს „დეილი მეილი“ საკუთარ გვერდზე.