39 წლის უკრაინელი მძიმე კატეგორიის მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. პროფესიონალმა სპორტსმენმა, რომლის მეუღლე ჰაიდენ პანეტერი მივლინებით იყო წასული, ბავშვთან ერთად ზღვაში ცურვა გადაწყვიტა. სპორტსმენი, რომელიც მაიამიში ცხოვრობს, პლაჟზე შეკრებილი უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ის ბავშვს ოკეანეში აბანავებდა, ეხვეოდა მას და კოცნიდა. ბავშვი წლის პროცედურებით კმაყოფილი დარჩა – ის წყნარად იყო და საერთოდ არ ტიროდა.