ვლადიმერ კლიჩკომ 9 თვის შვილთან ერთად მაიამის სანაპიროზე დაისვენა (ფოტოკოლაჟი)

კრივში მსოფლიო ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ ვარჯიშებს შორის შუალედში, საკუთარი შვილის ძიძობაც შეითავსა. გასულ უქმეებზე მან დასვენება საკუთარ 9 თვის გოგონასთან ერთად მაიამის სანაპირზე გაატარა და პატარა წყალშიც აბანავა. პაპარაცები, რომლებმაც კლიჩკო სანაპიროზე დააფიქსეირეს აღნიშნავენ, რომ ცნობილ მოკრივეს როდესაც ის ბავშვით ხელში ოკეანეში გასაგრილებლად შევიდა, სახე მუდმივად უღიმოდა. როგორც ჩანს, კლიჩკომ მარტოხელა მამის როლი მოირგო, ვინაიდან მისი მეუღლე ჰაიდენ პანეტიერი, ცნობილი სერიალი „ნეშვილის“ გადაღებებში იღებს მონაწილეობას.

კლიჩკოს მზრუნველი მამობის გარდა, აქტიური სპორტული მომზადებაც უწევს. 14 ოქტომბერს დიუსელდორფში, რინგზე ის ფიურის შეერკინება.

1 2 3 4 5 6 7

კომენტარები

სხვა სიახლეები