“ვიჯექი და ვტიროდი” – ქართველმა ექიმმა პაციენტს მკურნალობა უფასოდ შესთავაზა

მორიგი ემოციური ისტორია, რომლის მთავარი გმირიც ექიმია – ნინო ბაქრაძე სოციალურ ქსელში თავისი მკურნალი ექიმის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ რამაზ ღამბაშიძემ მას, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობა თანხის გადახდის გარეშე შესთავაზა:

“ჩემი დაავადებიდან გამომდინარე წლებია, წელიწადში ორჯერ აუცილებლად მიწევს მკურნალობის კურსის ჩატარება, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. გუშინ ჩემი ექიმი დამეკონტაქტა. რა თქმა უნდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. აინტერესებდა, როგორ ვარ იმიტომ, რომ მოვიდა მკურნალობის ჩატარების დრო. მერე მეუბნება ასეთ რამეს: მე ვიცი, რომ ის ქსელი, რომელშიც შენი მეუღლე მუშაობს, დაიკეტა. სამკურნალოდ თუ იმიტომ არ უნდა მოხვიდე, რომ ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამაზე არც კი იფიქრო, მოდი და დავიწყოთ მკურნალობაო… როდესაც მობილური გავთიშე, ვიჯექი და ვტიროდი. იცნობდეთ, დიდი ადამიანი! სულითა და ხორცით ექიმი! პლაზმაფერეზის ფუძემდებელი საქართველოში! ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი, რამაზ ღამბაშიძე! უფალმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს მე და უამრავ ადამიანებს. იხაროს და იბედნიეროს მრავალჟამიერ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები