“პირველ ყოვლისა, უნდა მოგვარდეს სატრანსპორტო პოლიტიკა. ამისთვის ქმედითი ნაბიჯები უკვე გადავდგით, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება”, – ამის შესახებ კალა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ჯართი აღარ ივლისს, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, “ევროექვსის” ავტობუსებით.
თუმცა, არც ავტობუსებით სიარულია სავალდებულო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავტობუსებით სიარულს არ ვკრძალავთ. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მთლიანად მორგებულია ქვეითად მოსიარულებსა და საზოგადოებრივ ტრანსპიორტზე.
გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით – ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერების სასეირნოდ. მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.