ვიქტორია სეკრეტს პირველი ტრანსგენდერი მოდელი, 22 წლის ბრაზილიელი ვალენტინა სამპაიო შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაცია მოდელის აგენტმა დაადასტურა.
ვალენტინა სამპაიოს აგენტმა ორშაბათს CNN-ს უთხრა, რომ მოდელი ვიქტორია სეკრეტს “ვარდისფერი ხაზის” კამპანიისთვის შეუერთდა, რომელსაც აგვისტოს შუა რიცხვებში ვიხილავთ.