ვიქტორია ბექჰემი შვილის ნახატის გამო გააკრიტიკეს

ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი, სოციალურ ქსელებში, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

ბრიტანული აუდიტორიის უკმაყოფილება მისი და დევიდ ბექჰემის პატარა შვილის ნახატმა გამოიწვია, რომელიც ვიქტორიამ ინსტაგრამში გამოფინა.

როგორც აღმოჩნდა, პატარა ჰარპერმა, ვარსკვლავი დედის დახმარებით, ნახატი-აპლიკაცია გააკეთა, სადაც ცნობილი ინგლისურენოვანი ლექსის ნაწყვეტი ჩაწერა. მასში იმაზეა საუბარი, რომ ბიჭები „ლოკოკინებისგან, ლეკვების კუდებისგან“ არიან შექმნილნი, ხოლო გოგონები „შაქრისგან, სანელებლებისა და საყვარელი საგნებისგან“.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ვიქტორია ბექჰემი თავის შვილს გენდერულ სტერეოტიპებს ახვევს თავს. ბექჰემს უამრავი კრიტიკული კომენტარი მიაყარეს, თუმცა, თუ მოწონებების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ბევრი ადამიანისთვის მისი ეს აქტივობა სრულიად მისაღები აღმოჩნდა. პატარა ნახატმა მთლიანობაში ასი ათასამდე მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები