ვიქტორია ბექჰემი ქმართან გაყრას არ აპირებს

 

ცნობილა ბრიტანელმა დიზაინერმა, წარსულში ჯგუფ Spice Girls-ის მომღერალმა ვიქტორია ბექჰემმა განაცხადა, რომ ის მეუღლესთან – დევიდ ბექჰემთან გაყრას არ აპირებს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ბექჰემების დაშორების შესაძლებლობა პრესაში აქტიურად განიხილება.

„მე ბედნიერი ვარ, მყავს მშვენიერი ქმარი და ლამაზი, ჯანმრთელი შვილები. ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ, გვაქვს ბევრი საქმე, მაგრამ ერთმანეთისთვის დროს ყოველთვის ვპოულობთ. მე და დევიდს გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ძლიერი წყვილი და კარგი მშობლები ვართ „ – აცხადებს ვიქტორია ბექჰემი. ვიქტორია ბექჰემი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი 1999 წელს დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები