ვიტალი კლიჩკო სამსახურში ველოსიპედით დადის (ფოტოკოლაჟი)

 

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მანქანით მოძრაობაზე უარი თქვა და ახლა სამსახურში ველოსიპედით დადის. ამ გადაწყვეტილების შესახებ კლიჩკომ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო და ფოტომასალაც გამოაქვეყნა. მერის განცხადებით, ველოსიპედით ის სამსახურში უფრო მალე მივა, გარდა ამისა, ეს ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კლიჩკო მიხვდა, რომ ქალაქში ველობილიკების ნაკლებობაა, ზოგ ავტომობილისტს კი ველოსიპედისტების მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გააჩნია. მიუხედავად ამისა, მერი ველოსიპედით მოძრაობაზე უარის თქმას არ აპირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები