მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “ბინა 18”-ით გაიცნო ტელემაყურებელმა. ცნობილ დასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება თბილისის ელიტური თავშეყრის ადგილებში და ბევრი მამაკაცის გულსაც იპყრობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გული უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია.
ნინი გერმანული “დუისბურგისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი ჭანტურიას ხვდება. ერთად გადაღებულ ფოტოებს წყვილი ფეისბუქის პირად გვერდებზეც ტვირთავს. შეყვარებულები გრძნობებს არ მალავენ და სოციალურ ქსელშიც ერთმანეთს სიყვარულში უტყდებიან.