ვის უწოდებს გია ჯაჯანიძე უნაყოფო ადამიანებს?

ცნობილი ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი ჯია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დროის მენეჯმენტის აუცილებლობაზე წერს. ის აცხადებს, რომ დროის დაუფასებლობა ადამიანების წარუმატებლობის მთავარი მიზეზია:
„განგებამ მოგცა დრო დედამიწაზე მოსვლისა.
მოგცა წელი, რიცხვი, დღე და საათი.
რაც მანიშნებელია იმისა, რომ შენ, შენი განკუთვნილი დრო გაქვს, აღასრულო შენი დანიშნულება და მოვალეობა.
ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია განსაზღვროს დრო,
ვერ ახერხებს და ვერ საზღვრავს დროს,
ფუჭად, უმიზნოთ, უმისამართოდ და უქმად გაჰყავს დრო,
არ იცის და ვერ გაიგო დროის ფასი.
ასეთი ადამიანის დანიშნულება უნაყოფოა და მისი დანიშნულება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ნახოს ხალხმა რა შედეგი მოაქვს დროის დაუფასებლობას.
ასეთი ადამიანები მუდმივად დაზარალებულები, ამოვარდნილები კალაპოტიდან, ცხოვრების იმ ხაზიდან, რასაც ჯანმრთელობის, ბედნიერების, წარმატების და სიყვარულის ხაზი ქვია.
შეიძლება ვერ მიაღწიო დროის იდეალურ განაწილებას, მაგრამ, აუცილებელია გქონდეს სწრაფვა.
ამის შემდეგ გვაჯილდოებს განგება:
აუცილებლად აღმოვჩდებით სწორ დროს, სწორ ადგილას“, – წერს ჯაჯანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები