ადამიანების ცხოვრებაში, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტიპის მოვლენები ხდება აქტუალური. ასტროლოგები ამის მიზეზად, პლანეტების მოძრაობას თვლიან ცაზე, რომელთა გადაადგილებაც ერთი ნიშნიდან მეორე ნიშანში იწვევს კიდეც ჩვენს ცხოვრებაში თუ ნეგატიურ, თუ პოზიტიურ სახეცვლილებებს. ალბათ არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე ადამიანი, ვინც არ ოცნებობს დიდ სიყვარულზე. თუმცა, ამის შესაძლებლობა ხშირად და მით უმეტეს ყველას როდი ეძლევა. თუმცა, თუკი გულით გვჯერა და ველოდებით, მერწმუნეთ, თქვენს კარზეც მოაკაკუნებს ერთ დღეს ანცი ბიჭუნა სახელად კუპიდონი. მანამდე კი იმას გეტყვით, ვის შეიძლება გაუმართლოს სექტემბრის თვეში სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით…
თუკი ასტროლოგიურ გათვლებს და პლანეტარულ კომბინაციებს გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ სექტემბრის თვის ფავორიტებად ქალწულები ითვლებიან ისევ. მართალია, პლანეტა ვენერამ მათი ზოდიაქოს ნიშნიდან უკვე სხვაგან გადაინაცვლა, მაგრამ მზე და იუპიტერი (დიდი სიხარულის პლანეტა), ჯერაც ქალწულის ნიშანში განაგრძობენ მოძრაობას. შესაბამისად, ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია პირად ურთიერთობებში წინსვლისა და წარმატებისთვის. მეტსაც გეტყვით, ბევრ მათგანს ამ თვეში დაოჯახების შანსიც მიეცემა, რაც ქალწულებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
სექტემბრის თვე “ტკბილი” იქნება სასწორებისთვისაც. მით უმეტეს, რომ მოყოლებული აგვისტოს მეორე ნახევრიდან მათთვის ცოტა რთული პერიოდი იდგა ემოციური კუთხით. თუმცა, სულ მალე ყველა სირთულე წარსულს ჩაბარდება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასწორის ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დაიწყება არამხოლოდ აქტიური პერიოდი პირადი ურთიერთობების კუთხით, არამედ პროფესიული თუ პიროვნული პოპულარობის მოპოვების თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ, დიდი სიხარულის პლანეტა იუპიტერი ზუსტადაც რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში დაიდებს ბინას სექტემბრის შუა პერიოდიდან.
არანაკლებ წარმატებული შეიძლება იყოს სექტემბერი ტყუპისა და მერწყულებისთვისაც. ბევრ მათგანს ამ პერიოდში მიეცემა საშუალება ურთიერთობები დაარეგულიროს საკუთარ პარტნიორთან ან ახალი, საინტერესო და რაც მთავარია, პერსპექტიული ნაცნობობა გააჩაღოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან.
კარგი იქნება სექტემბერი ვერძებისა და მშვილდოსნებისთვისაც.
განაგრძეთ კითხვა:http://astrologi.ambebi.ge