ვის რა ელოდება დღევანდელი ახალმთავრეობის შემდეგ – ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

16 ოქ­ტომ­ბერს ახალმთვა­რე­ო­ბა გვაქვს სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის ნი­შა­ნი. იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე. ეცა­დეთ, მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის­თვის, პარტნი­ო­რე­ბის­თვის. სრუ­ლად ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ვრცე­ლი სტა­ტია .

ახლა კი ვნა­ხოთ, რა გე­ლით ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე თქვე­ნი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. პროგ­ნო­ზი შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ თქვე­ნი მზის მი­ხედ­ვით. აგ­რეთ­ვე, თუ იცით, სად მდე­ბა­რე­ობს თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტი და მთვა­რე, მათ პროგ­ნო­ზებ­საც გა­ე­ცა­ნით.

ვერ­ძი

მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს – სა­სიყ­ვა­რუ­ლო­საც და საქ­მი­ან­საც. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა – მარ­სი ახლა რეტ­როგ­რა­დუ­ლია. გა­და­ხე­დეთ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, გა­მო­ას­წო­რეთ შეც­დო­მე­ბი ან და­უს­ვით წერ­ტი­ლი თქვენ­თვის უსი­ა­მოვ­ნო კავ­ში­რებს. გა­და­ხედ­ვას ითხოვს კონ­ტრაქ­ტე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც შე­გეც­ვა­ლოთ კლი­ენ­ტებ­თა­ნაც. ასეთ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე გირ­ჩევთ მო­ა­წყოთ სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. ზოგი შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი გახ­დეს (ან გა­ი­გოს რომ გახ­დე­ბა). ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს. აგ­რე­ვე, მარ­ტო­ხე­ლებს ელით რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა.

კურო

გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი. გა­და­ი­ხე­დე­ბა თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი, კონ­ტრაქ­ტე­ბი, შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი გაქვთ, გა­და­ხე­დეთ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს, თქვენ­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს. შე­იძ­ლე­ბა ზოგი შეც­ვა­ლოთ. გა­ი­ჩი­ნო ან თუ უკვე გყავთ, მეტი დრო და­უთ­მოთ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს. ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი ექი­მი ან მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დი. ანუ ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მოვ­ლი­ნე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­დეთ. თუ არა­ფე­რი გა­წუ­ხებთ, ჩა­ი­ტა­რეთ გეგ­მი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბი, თუ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს და­ი­ცავთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. შე­გიძ­ლი­ათ უკვე გა­მოც­დილ დი­ე­ტა­საც კი მი­უბ­რუნ­დეთ.

ტყუ­პი

ახალმთვა­რე­ო­ბა გარ­თო­ბის, მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებთ. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი, მი­უბ­რუნ­დეთ ჰო­ბის. მეტი დრო და­უთ­მოთ შვი­ლებს. მათ­თან ერ­თად სწავ­ლა­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას. ზო­გი­ერ­თი, ვისი ცხოვ­რე­ბაც სცე­ნას­თა­ნაა კავ­შირ­ში, მე­ტად გა­მო­ავ­ლენს თა­ვის ნიჭს, შან­სი მო­გე­ცე­მათ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ აღ­დგეს ის საქ­მე, რაც ადრე მი­ტო­ვე­უ­ლი გქონ­დათ. სპორ­ტსმე­ნებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა კარგ შე­დე­გებს მი­აღ­წი­ოთ ან წინა შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ. ზო­გი­ერ­თი შვე­ბუ­ლე­ბით დატ­კბე­ბა, ზოგს კი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვე­ვა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც და­გიბ­რუნ­დე­ბათ. აი, ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა კი უკვე თქვენს სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

კირჩხი­ბი

ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი და სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბი უნდა მო­აგ­ვა­როთ. შე­იძ­ლე­ბა, სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ და მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი, დიდი ხნის უნა­ხა­ვი ნა­თე­სა­ვე­ბი. შინ მო­გინ­დე­ბათ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა და მათ­თვის ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბი ან სუ­ლაც შე­ა­კე­თოთ მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ნივ­თე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ თქვენს ნა­თე­სა­ო­ბა­ში მა­ტე­ბაა, ან სუ­ლაც თქვენს ოჯახ­ში გაჩ­ნდეს ბავ­შვი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მო­გინ­დეთ ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა. შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს თქვე­ნი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფორ­მოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ან გა­ყი­დოთ ის, რა­საც დიდი ხა­ნია ყი­დით. თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, შე­ი­ძი­ნეთ ბი­ნის­თვის ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი, თუნ­დაც ოჯა­ხი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ნივ­თე­ბი.

ლომი

მე­გობ­რე­ბი და ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ე­რო­ბე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს კონ­ტაქ­ტე­ბი და მი­მოს­ვლა მე­ზობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან ან მათ­ზე რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ. თუ სა­ბუ­თე­ბის მოგ­რო­ვე­ბა-გა­ფორ­მე­ბით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, ამ პე­რი­ოდ­ში თქვენ­თვის სა­სი­კე­თოდ და­ას­რუ­ლებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნად გა­ყი­დოს თა­ვი­სი ნივ­თე­ბი. ზოგი კი ახალ სას­წავ­ლო ტრე­ნინგზე ჩა­ე­წე­როს, თუნ­დაც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე. კარ­გი პე­რი­ო­დია გა­მოც­დე­ბის გა­და­სა­ბა­რებ­ლად. თუნ­დაც მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნი­კის ან ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტოს. გა­მოჩ­ნდე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი ან ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც დიდი ხანი არ გი­კონ­ტაქ­ტი­ათ.

ქალ­წუ­ლი

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და პი­რა­დი ქო­ნე­ბა გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ახალმთვა­რე­ო­ბა ფუ­ლის შოვ­ნის ახალ გზებს და­გა­ნა­ხებთ ან თა­ვად მო­გინ­დე­ბათ, რომ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­ნა­ხოთ. უმე­ტე­სო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ შე­მო­სა­ვა­ლი. გირ­ჩევთ, მო­ა­წეს­რი­გოთ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე. უფრო მე­ტად და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი. ან თქვე­ნი ცოდ­ნა, თუ აქე­დან გაქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს და­ა­ბან­დებთ ან­ტიკ­ვა­რი­ატ­სა და სამ­ხატ­ვრო ტი­ლო­ებ­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან შე­ეხ­მი­ა­ნონ და დაბ­რუ­ნე­ბა შეს­თვა­ზონ, მაგ­რამ უფრო კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბით და პი­რო­ბე­ბით. ერთი სი­ტყვით, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ფულ­ზე: მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­სა და და­ბან­დე­ბა­ზე.

სას­წო­რი

ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენ­თვის პი­რა­დი ახა­ლი წე­ლია. ახლა თქვენ ხართ ყუ­რა­დე­ბის ცენ­ტრში. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა ჯა­დოს­ნუ­რი მო­მენ­ტე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბა ახალ ენერ­გი­ას მო­გი­ტანთ და შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბის ახ­ლი­დან, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­წყე­ბას. მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ შე­ი­ცავ­ლოთ გა­რეგ­ნო­ბა, იმი­ჯი, ცხოვ­რე­ბის წესი. ეცა­დეთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და ჰარ­მო­ნი­უ­ლი – სა­კუ­თარ თავ­თან. აგ­რეთ­ვე, მო­გინ­დე­ბათ და­უბ­რუნ­დეთ ვარ­ჯიშს ან ძველ ჰო­ბის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­მოჩ­ნდეს თქვე­ნი ყო­ფი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი და უკვე თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, თუ სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა გაძ­ლევთ შანსს, რომ მი­ი­ღოთ და­ქორ­წი­ნე­ბის, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მო­რი­ე­ლი

თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რა­ღაც უნდა დას­რულ­დეს, რა­ღა­ცას წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვათ. ეცა­დეთ, თქვენს და­ბა­დე­ბის დღემ­დე და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე. აგ­რეთ­ვე, კარ­გი პე­რი­ო­დია მავ­ნე ჩვე­ვე­ბის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­სა­ტო­ვებ­ლად. ზო­გი­ერ­თი, თუ სა­ბუ­თებს აგ­რო­ვებ­დით, მი­ი­ღებს ყვე­ლა დო­კუ­მენტს, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში ან სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ა­ხერ­ხოს წას­ვლა. შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეთ ძველ, მი­ტო­ვე­ბულ საქ­მე­ებს. ან გა­მოჩ­ნდნენ ძველ პარტნი­ო­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა და­გის­რულ­დეთ სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტი ან სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნის ვადა და შინ დაბ­რუნ­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, სა­დაც ადრე უკვე ყო­ფი­ლა­ხართ, ან და­ი­წყოს ეზო­თე­რი­კუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლა. და­უკ­ვირ­დით სიზ­მრებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

მე­გობ­რებ­თან და თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა გა­წევ­რი­ან­დეთ სა­ერ­თო ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფებ­ში და შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი კი სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ მო­ი­პო­ვოთ მეტი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სცე­ნას­თან, რეკ­ლა­მას­თა­ნაა კავ­შირ­ში. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­ნა­ახ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებ­თან, კლა­სე­ლებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მი­გიწ­ვი­ონ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, რომ­ლის შექ­მნა­შიც იღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თა­ვა­დაც მო­გინ­დე­ბათ და­უბ­რუნ­დეთ ძველ ჰო­ბის, სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბას ან მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადრე გიმოგ­ზა­უ­რი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად. შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნონ ძველ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა.

თხის რქა

მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით – მუ­შა­ო­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ას­რუ­ლებთ ძველ პრო­ექ­ტებს, მი­უბ­რუნ­დე­ბით ძველ საქ­მე­ებს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ძველ სამ­სა­ხურ­საც კი და­უბ­რუნ­დეს, მაგ­რამ ახლა უკვე სტა­ტუ­სით მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი სარ­ფი­ან შე­მოთ­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებს. თა­ვა­დაც მო­გინ­დე­ბათ, მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა, რომ კა­რი­ე­რულ წინსვლას, სო­ცი­უმ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას მი­აღ­წი­ოთ. კარგ შე­დეს მო­გი­ტანთ ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა. თუ სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნით ან მო­წეს­რი­გე­ბით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, ახლა და­ას­რუ­ლებთ. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, რომ უფრო პრეს­ტი­ჟულ ოფის­ში ან ბი­ნა­ში გა­დახ­ვი­დეთ. ზო­გი­ერ­თი კი ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით შეძ­ლებს ბი­ნის მო­წყო­ბას. სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას ზო­გი­ერ­თი და­ქორ­წი­ნე­ბით შეძ­ლებს, ან შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის და­ბა­დე­ბამ შე­გიც­ვა­ლოთ სო­ცი­უმ­ში სტა­ტუ­სი. და­ბო­ლოს, ეცა­დეთ, არ იკა­მა­თოთ უფ­როს­თან (ასა­კი­თაც და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­თაც).

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სფე­როს­კენ იქ­ნე­ბა მი­პყრო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში ინ­ტე­რე­სი გა­გიჩ­ნდე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი უცხო­უ­რი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ (უფრო კი გა­აგ­რძე­ლოთ და გა­იღ­რმა­ოთ) უცხო ენის შეს­წავ­ლა. მო­გინ­დეთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ უცხო­უ­რი პას­პორ­ტის ან სხვა სა­ბუ­თე­ბის გა­და­კე­თე­ბა, რად­გან რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი უფრო გა­და­კე­თე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ან მი­ი­ღოთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ი­დან, სა­დაც ადრე გა­ნა­ცხა­დი გქონ­დათ და­ტო­ვე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან შე­იძ­ლე­ბა გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შეხ­ვდეთ უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ახ­ლო­ბელს. მე­ო­რე ვე­რი­ით, შე­იძ­ლე­ბა გა­ნახ­ლდეს ადრე და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც – ზო­გი­ერ­თი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­დე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ.

თევ­ზე­ბი

მე­ტად იქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რის ან სხვის (მა­გა­ლითდ, ბან­კი) ფუ­ლებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხნით პარტნი­ო­რის კმა­ყო­ფა­ზე მო­გი­წი­ოთ ცხოვ­რე­ბამ, ან მას შე­ეც­ვა­ლოს ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა, დი­ვი­დენ­დე­ბი ან სეს­ხი ბან­კი­დან, ან ფული სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ი­დან; ან სუ­ლაც და­იბ­რუ­ნოთ ძვე­ლი ვალი, რა­საც დიდი ხა­ნია, ელო­დე­ბით. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან თქვე­ნი ძვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი. თქვენს სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­აგ­რძე­ლებთ მას­თან კავ­შირს, თუ სა­ბო­ლოო წერ­ტილს დას­ვამთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ შვი­ლის გა­ჩე­ნა ან გა­ი­გოთ, რომ მალე მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გა­გი­ტა­ცოთ ეზო­თე­რი­კამ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ადრე გქონ­დათ და­წყე­ბუ­ლი შეს­წავ­ლა და ახლა გა­აგ­რძე­ლებთ. კარგ შე­დეგს მი­ი­ღე­ბენ ისი­ნი, ვისი პრო­ფე­სი­აც ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან, ფარ­მა­კო­ლო­გი­ასთნაა კავ­შირ­ში.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები