ვის მიენიჭება „წიგნის მცველის“ სტატუსი

ასაკოვან ბიბლიოთეკარებს “წიგნის მცველის” სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის ფარგლებში განაცხადა. მისივე თქმით, ბიბლიოთეკარებს ტესტირება აღარ ჩაუტარდებათ:
“რაც შეეხება გადამზადებასა და გამოცდებს – თქვენ იცით, რომ ერთწლიანი მოლაპარაკებები გვქონდა ამ მიმართულებით ბიბლიოთეკარებთან და შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ტესტირების გარეშე გადმოვლენ”, – აღნიშნა ხუნწარიამ.
თბილისის მერის განცხადებით კი, ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება, თბილისს კი ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება.

კომენტარები

სხვა სიახლეები