ვის ლანძღავს ამჯერად ნინა სუბლატი – ”წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!”

მომღერალი ნინა სუბლატი რამდენიმე დღეში წარსდგება ”ევროვიზიის” კონკურსზე. ქართული პრესა აქტიურად აქვეყნებს კონკურსის მზადების პროცესს. თუმცა ნინა ამ ამბით კმაყოფილი არაა და იმის მაგივრად, რომ ყოველი წუთი გამოიყენოს მზადებისთვის, როგორც ხშირად სჩვევია, ამჯერადაც სოციალური ქსელის საშუალებით აგრესიული ტონით ამბობს სათქმელს.

რამდენიმე საათის წინ მასზე მომზადებული მორიგი მასალა გამოაქვეყნა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად ეწერა, რომ 17 მაისს ვენის სახელმწიფო ოპერაში ”ევროვიზიის” საიუბილეო კონცეტზე გამოვა, სადაც მას აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი გაუწევს. ნ’ინა აღშფოთებული წერს…

”ესენი საერთოდ რომელი სოროდან არიან?! ჯერ ერთი ვენის ოპერაში ქართველი მომღერლები არ მონაწილეობენ. მხოლოდ ერთი ვარ – მე! ან ნიკოლოზ რაჭველი რომ მომღერალი იყო არ ვიცოდი…

დიზაინერს რომ აღნიშნავთ, უნდა აღნიშნოთ ის, რომ კოსტიუმი ჩემი დიზანით არის შექმნილი და ამ ფაქტით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია! მერე კიდე მეორე დიზაინერი – თამარა სუჯაშვილი მუშაობდა ფეხსაცმელზე და გვირგვინზე, რომელიც რატომღაც არ არსებობს… წადით, დაიხურეთ! დატოვეთ სამსახური!!! რას ბოდავთ!”.

გასაგებია, რომ დაწერილ მასალაში შესაძლოა, რაიმე არ მოეწონოს მომღერალს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარია რატომაა ასეთი ამბიციური ნინა და რატომ ჰგონია, რომ მისი შეკერილი სამოსით მთელი ევროპა აღფრთოვანებულია და თუნდაც აღფრთოვანდნენ, ასე რატომ უნდა იყოს აჟიტირებული?

ზოგადად ნინას ”ფეისბუქის” საშუალებით სჩვევია სალანძღავი სიტყვების ხმარება და იმის ხაზგასმა, რომ ძალიან მაგარია.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები