ვის ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და უნიკალური ავტომობილი (ფოტო)

ყველაზე ძვირადღირებული, ექსკლუზიური და თითქმის სამუზეუმო ექსპონატი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ავტოფარეხში აღმოჩნდა. უნიკალური მანქანის მფლობელი დიზაინერი და ბიზნესმენი რალფ ლორენია. სწორედ მას ეკუთვნის ავტომობილი Bugatti 57SC Atlantic, რომელიც ავტომანქანებისთვის რეკორდულ ფასად – 40 მილიონ დოლარად შეფასდა.
ამ მოდელის ავტომობილებს 1934 წლიდან 1940 წლამდე შეზღუდული ტირჟით აწარმოებდნენ. სულ კომპანიამ ასეთი 710 ავტომობილი გამოუშვა. მოდელი ინდექსით 57 SC, რომელიც ლორენს ეკუთვნის, სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული და ჩვეულებრივი მოდელის „დადაბლებულ ვერსიას“ წარმოადგენს.
ამას გარდა, ინდექსი “С” მიუთითებს კომპრესორის ნიშნულს, რომელიც ძრავის სიმძლავრეს 210 ცხენის ძალამდე ზრდის. მსოფლიოში ამ მოდელის სულ ორი ავტომობილია დარჩენილი – მესამე ავტომობილი აშშ-ში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები