ვის გაუმართლებს არჩევნებზე?! – საპრეზიდენტო კანდიდატების ზოდიაქოს ნიშნები

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩეული პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს. ვნახოთ ვინ გახდება საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი. მანამდე კი თვალი გადავავლოთ 2018 წლის ასტოლოგიურ პროგნოზს და საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების ზოდიაქოს ნიშნებს:

სალომე ზურაბიშვილი – “თევზები” (18 მარტი, 1952, პარიზი)

გრიგოლ ვაშაძე – “კირჩხიბი” (19 ივლისი, 1958, თბილისი)

ზურაბ ჯაფარიძე – “თხის რქა” (1 იანვარი, 1976, თბილისი)

დავით უსუფაშვილი – “თევზები” (5 მარტი, 1968, მაღარო)

დავით ბაქრაძე – “კირჩხიბი” (1 ივლისი, 1972, თბილისი)

კირჩხიბი – თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას პირადი ცხოვრება, ასევე მშობლებთან, ბავშვებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვენ. აგვისტოში შეეცადეთ ფინანსური სფერო გააკონტროლოთ. მოერიდეთ მსხვილი ხარჯების გაწევას. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, თუმცა მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება. ნუ დაიღლებით რუტინისგან. თუ ყველაფერს შეძლებისდაგვარად თავს გართმევთ, მაშინ ნოემბერში სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თხის რქა – იყავით კომუნიკაბელური, რადგან დოგმატურობა და სიჯიუტე ხელს შეგიშლით. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და კავშირების გაწყვეტა. ყურადღება გამოიჩინეთ სადაო და იურიდიული საკითხების მიმართ. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით თქვენ მიზანსწრაფვა და ორგანიზებულობა მოიმატებს. ეს საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, დაალაგოთ ურთიერთობები, დაიწყოთ განვითარება. ოქტომბერში ნუ იქნებით ჯიუტი და შეეცადეთ ახლობელთა რჩევებს მოუსმინოთ, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით შესაძლოა სერიოზული შეცდომები დაუშვათ. ნოემბერი და დეკემბერი მთლიანობაში პოზიტიური უნდა გამოდგეს. წინ წამოიწევს სამსახურებრივი საკითხები და არ არის გამორიცხული დაწინაურდეთ ან სამსახური შეიცვალოთ.

თევზები – შეეცადეთ გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები, დარწმუნდეთ პარტნიორთა და თანამოაზრეთა ერთგულებაში, რათა მომავალში მათ გაბედულად დაეყრდნოთ. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით სამსახურთან, ბიზნესთან და კომერციულ გარიგებებთან მიმართებაში. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ იქნებით ფანტაზიორი და საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შეიყვანთ. ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. წარმატებას მკაფიო გეგმებით და კარგად დაგეგმილ მოქმედებებით მიაღწევთ. ეს კარგია დროა მოკავშირეების მოძიებისთვის, სამსახურის მოძიებისთვის და ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის. დეკემბრის პირველ ნახევარი უფრო კონფლიქტური იქნება, თუმცა მეორე ნახევრიდან შეძლებთ სიტუაციის თქვენდა სასარგებლოდ შემოტრიალებას.

კომენტარები

სხვა სიახლეები