ვის გარდაცვალებას განიცდის ირინა შეიკი

4 აპრილს მილანში Versace-ს დიზაინერი, ლუიჯი მასი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მისი მუდმივი კლიენტების სიაში შედიან უმა თურმანი, ანჯელინა ჯოლი, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, ამალ კლუნი, ირინა შეიკი და სხვები. სოციალურ ქსელში დიზაინერის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ლუიჯი შეიკის ძალიან ახლო მეგობარი იყო, ერთ-ერთი გულისამაჩუყებელი პოსტი კი სწორედ ირინა შეიკს ეკუთვნოდა.

“ყველაზე მორცხვი, სამართლიანი და კარგი ბიჭი. მე და Versace-ს მთელს ოჯახს უზომოდ მოგვენატრები!”- წერს შეიკი.

კომენტარები

სხვა სიახლეები