ჰოლივუდელი ვარსკვლავი ბრედ პიტი ახალი „ბოევიკის“ – „დაკარგული ქალაქი Z“- ის გადაღებას შეუდგა. თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი პროექტი მის ოჯახურ ცხოვრებას ხელს არ უწყობს. უცხოური ტაბლოიდების ცნობით, პიტის მეუღლე – ანჯელინა ჯოლი მსახიობ სიენა მილერის გამო ეჭვიანობს.
სიენა ამ ფილმში, რომლის პროდიუსერი ბრედ პიტია, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრედი ახალგაზრდა ლამაზმანით აღფრთოვანებულია და მასზე როგორც ფილმის გადაღების დროს, ასევე გადასაღები მოედნის გარეთ, საუბრობს. ეს კი, ჯოლის ნამდვილად არ ახარებს.