“ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ასევე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას წარმატების შესახებ წერს და  გამოთქვამს სურვილს, რომ ის  საქართველოში დაბრუნდეს.

“ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა.
ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის ,ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.
რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი”.-წერს სააკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები