ვისი ოჯახი არ დაანგრია ჯულიანა ბარგნარმა

მოცეკავე ჯულიანა ბარგნარის თქმით, ის, რომ ის ვიღაცეების ოჯახებს ანგრევს, სისულელე და ჭორია.

„როცა კითხულობ საკუთარ თავზე, რომ ოჯახი დავანგრიე, რთულია წყობიდან არ გამოხვიდე. მტკივნეულია, როცა იგებ, თითქოსდა, გიორგი ყიფშიძის ცოლთან უთანხმოების მიზეზი მე ვიყავი. დამიჯერეთ, თუ ნაბიჯს ვდგამ, ათასჯერ მაქვს იმ ნაბიჯის შედეგები წინასწარ გათვლილი და არასდროს ვიქნები ოჯახის დანგრევის, თუ შეყვარებული წყვილის დაშორების მიზეზი. მართალია მიყვარს სიახლეები ცხოვრებაში, მაგრამ, გაუთვლელად ვერცერთ სიახლეს ვერ მივიღებ – დრო მჭირდება გავიაზრო და მერე მივიღო ესა თუ ის სიახლე. ხომ ამბობენ, სხვების შეცდომებზე უნდა ისწავლოო; მე მხოლოდ ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ. ემოცია და განცდა მეძალება იმ მომენტში და ვეღარ ვაკონტროლებ თავს, მაგრამ გამოუსწორებელი შეცდომა ჯერ არ დამიშვია. შეცდომა როგორ არ დამიშვია, მაგრამ ის, რომ მე ვიღაცეების ოჯახებს ვანგრევ, სისულელე, აბსურდი და ჭორია“, – განაცხადა ბარგნარმა „თბილისელებთან“ საუბრისას.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები