ყოველი წლის მიწურულს, ადამიანების დიდი ნაწილი გულის ფანცქალით ელის მომდევნო წლის პროგნოზებს, ძირითადი საკითხები კი არის – ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობა, კარიერა და რაც ყველაზე მთავარია, ფინანსები! მათი გამომუშავება-მოძიება-შენარჩუნების თემა.
დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიეცემათ შანსი 2016 წელს გასამდიდრებლად.
ტყუპი – ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაში გაზაფხულზე, მეცენატის ან მდიდარი სპონსორის გამოჩენას ვარაუდობენ. შესაძლოა იგი თქვენი ბიზნესპარტნიორი იყოს, მომავალი მეუღლე ან უბრალოდ სამომავლო კარგი მეგობარი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება გარემოებათა ჰარმონიული განვითარების შედეგად თქვენ ამ ადამიანის დახმარებით აუცილებლად შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ლომი – თქვენი ხასიათისთვის დამახასიათებელი აზარტულობა და რისკის სიყვარული, კარგ გამოძახილს ჰპოვებს მაიმუნის მხრიდან. გამოიჩინეთ მაქსიმალური რისკი და ადვილად შეძლებთ ზუსტად ამ წელს გამდიდრებას. თუკი იმ ლომთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვისაც ლატარიაც კი არასოდეს უთამაშია ცხოვრებაში, 2016 წელს აუცილებლად უნდა სცადოთ ბედი. იმიტომ რომ წლის მანძილზე კოსმოსი სწყალობთ ლომებს და ყველა პირობას შეგიქმნით გასამდიდრებლად.
მერწყული – ბრწყინვალე იდეები, რომელთა სიმრავლესა არც ერთი მერწყული არ უჩივის, რეალურად, თებერვლის თვიდან ძალზე მოთხოვნადი გახდება ყველა ასპექტში. განსაკუთრებით გაუმართლებთ სარეკლამო ან სატელევიზიო სპექტრში მომუშავე მერწყულებს, იმიტომ რომ მათი უნიკალურობა, კრეატიული ნიჭი და აზროვნება ფასდაუდებელი იქნება. თქვენ შეგეძლებათ სარფიანად გაყიდოთ საკუთარი იდეები. შესაბამისად, თამამად შეუდექით მათი გასაღების ბაზრის ათვისებას.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge