„ვისაც შესაძლებლობა აქვს, ვაქცინა რიგის გარეშე უნდა გაიკეთოს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის კერძო სექტორის მიერ შემოტანაც დასაშვები უნდა იყოს.

„ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ახლა რეალურად ჩანს იმიტომ, რომ 100 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული და რეალურად სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ქვეყანას, ალბათ, უნდა ჰქონდეს აქცენტი, ძირითადად, მოწყვლადი ჯგუფები აცრას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებით, მაგრამ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ასე ვთქვათ, თუნდაც რიგის გარეშე გაიკეთოს, ამაში ცუდსა და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. სანამ იქნება პანდემია მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თავისუფალ ცხოვრებას მივყოთ ხელი,” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები