“ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ “მოსაზრებებს” ვშლი” – რამ განაწყენა ყოფილი პარლამენტარი
ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე დაწერილ უწმაწურ კომენტარებს შლის:
“მეგობრებო,
ჩემი ფბ გვერდი მისაწვდომია ყველასთვის, არამეგობრებისთვისაც, და ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ “მოსაზრებებს” ვშლი ხოლმე და იმედია, არ მიწყენთ:)
პ.ს. კრიტიკულ შენიშვნებს, რაც უნდა მიკერძოებული და მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული იყოს, ვტოვებ, მაგრამ სასურველი კია, ამ ემოციებს არგუმენტიც მოყვეს ხოლმე…
გმადლობთ ყურადღებისთვის”- წერს ყოფილი პარლამენტარი.
სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატის განაწყენება, იმ ინტერვიუს მოჰყვა, რომელშიც ჩხეიძე ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სახე შეიცვალოს, რათა ვერავინ იცნოს. ინტერვიუდან ამ ნაწილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.