დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების ერთ–ერთ წყარო ფულია. მისი რეკომენდაციაა, მოსახლეობა ძირითადად ელექტრონულ ანგარიშსწორებაზე გადავიდეს:
“ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტორონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფულის გამოყენება, სასურველია მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები. მინდა მივმართო ბანკებს, მათ არ უჭირთ, აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები. ეს აუცილებელია, როგორც ბანკის თანამშრომლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებს ნაღდ თანხას. ასევე, თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემაა ქვეყანაში და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ თანხსი გაცემა მოხდეს ელექტორნულად”, – განაცხადა გამყრელიძემ.