მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ის მისი 11 წლის ქალიშვილის „ფეისუბუქის“ მიმოწერის „სქრინებს“ აქვეყნებს, მინაწერით:
“ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება. მაპოვნინეთ რა… ვარედაქტირებ, ესაა” – წერს გიორგი გვარჯალაძე.
გვარჯალაძის განცხადებით, მან ადრესატი იპოვა, ის 16 წლისაა:
„ვიპოვნე ამ პოსტის მეშვეობით. 16 წლისაა. მადლობა რომ დამეხმარეთ გავრცელებაში“, – აცხადებს მუსიკოსი.