ვინ ჩაანაცვლებს გოჩა ჩერტკოევს “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის დაწყებამდე, ერთი კვირა დარჩა. წლევანდელი სეზონი ინტერნაციონალური იქნება, პროექტში გამარჯვებისთვის ჰოლანდიელი, ბელორუსი, უკრაინელი და ბრაზილიელი კონკურსანტები იბრძოლებენ. მათ შორის არის უკრაინელი მსახიობი, ვიქტორია ვარლეი, ასევე მოცეკვავე დიმა ვორონკინი, რომელიც პროექტის მეთორმეტე მონაწილის მეწყვილე იქნება.
მეშვიდე სეზონზე მონაწილეობას მიიღებს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ნოდარ რევიაც და უკრაინის ქალთა ბალეტის ხელმძღვანელი, ანია პალანჩუკიც. “იმედის დროს“ ცნობით, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იტალიელი დარენ ბენეტი იქნება. ის პროექტში გოჩა ჩერტკოევს შეცვლის, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესს და პროექტს რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა და მის გარეშე წარმატებები უსურვა.
მეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავები“ იმედის ეთერში 21 აპრილს დაიწყება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები