ვინ უნდა იყოს მეკვლე და რა უნდა შემოიტანოს მან, ხვავი და ბარაქა რომ დაგებედოთ – მიხეილ ცაგარელის რჩევა

მიხეილ ცაგარელის თქმით, მეკვლე, კარგი იქნება თუ ენერგიული, აქტიური და მებრძოლი სულისკვეთების და ოპტიმისტური ხასიათის მატარებელი იქნება. მან უნდა შემოიტანოს: ექვსი ცალი მანდარინი, ექვსი ცალი ფორთოხალი და ექვსი ცალი ორლარიანი მონეტა. ეს ყველაფერი სიხარულით და ოპტიმიზმით უნდა შემოიტანოს.

“წელიწადის ძირითადი რიცხვი არის ექვსი: 2022 ჯამში გვაძლევს ექვსს. ამ წელს მართავს გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და ვენერა, რომელიც ფულისა და სიყვარულის პლანეტაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თითოეულ ოჯახის წევრს გვექნება სამი ორლარიანი მონეტა. ახალი წლის სუფრასთან რომ დავსხდებით,
პატარა აკვარიუმში ან ნებისმიერ სხვა ჭურჭელში უნდა ჩავასხათ წყალი და ჩავუშვათ თითოეულმა ეს სამ-სამი ორლარიანი მონეტა, რომლებმაც დილამდე ჩვენთან ერთად უნდა გაატარონ დრო”, – ამბობს ცაგარელი.

მისივე თქმით, ეს იმიტომ კეთდება, რომ წყლის სტიქია ერთ-ერთი მმართველია ფულის და სწორედ წყლის სტიქია გააძლიერებს ამ ფინანსურ ბარაქას.

“დილით უკვე შეგიძლიათ წყლიდან ამოიღოთ და შეგიძლიათ ეს მონეტები საფულეში შეინახოთ და წლის განმავლობაში ატაროთ. წლის ბოლოს უკვე შეგიძლიათ დახარჯოთ.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ გავითვალისწინოთ ნაძვის ხის ადგილმდებარეობა. ის უნდა იყოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მოთავსებული ან დასავლეთ მხარეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შუაში მაინც მოაქციეთ. მას გვერდით უნდა ჰქონდეს ჩიჩილაკი და ასევე, მანდარინის ტოტი, თუნდაც ხელოვნური. მანდარინის ტოტი აღმოსავლეთში არის სიმბოლო ხვავისა და ბარაქისა.

ნაძვის ხე უნდა იყოს ლურჯი, მწვანე ან ოქროსფერი”, – ამბობს ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები