ვინ მოკლა კენედი? – „სი-აი-ეის“ დირექტორმა პრეზიდენტის მკვლელობაზე ინფორმაცია დამალა! (ვიდეო)

„სი-აი-ეის“ (CIA) ყოფილ დირექტორ ჯონ მაკკონს, ბრალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის- ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში სდებენ. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Тhe Independent ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კენედის მკვლელობიდან 50 წლის შემდეგ, ცნობილი ხდება გამოძიების რამდენიმე მნიშვნელობანი დეტალი. გაირკვა რომ დაზვერვის თანამშრომლები ინფორმაციას მალავდნენ, რათა საგამოძოებო კომისიას ძიება, მომხდარზე სხვა ვერსიის მიხედვით ეწარმოებინა, რის მიხედვითაც ლი ჰარვი ოსვალდი მარტო მოქმედებდა და რომ მკვლელობის არავითარი მოტივი არ გააჩნდა.

ჯონ კენედი შეერთებული შტატების რიგით 35-ე პრეზიდენტი იყო. ქვეყნის პირველი პირის პოსტს ის 1961 წლის 20 იანვრიდან, 1963 წლის 22 ნოემბრამდე იკავებდა. სასიკვდილო ტყვია მას დალასში ვიზიტისას ესროლეს. ღია ლიმუზინში მჯდომი ქვეყნის მეთაური, სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ტყვიით თავის არეში სასიკვდილოდ დაიჭრა

უორენის კომისიამ გამოძიების შედეგების მიხედვით დაადგინა, რომ ლი ჰარლი ოსვალდი იყო მსროლელი, რომელიც მარტო მოქმედებდა. ამას გარდა, ბევრს ამ დრომდე არ სჯერა კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსიის შესახებ და მიაჩნიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=67lrcTAFi94

1 John F. Kennedy, Jacqueline Kennedy 2 3 4 5 6 7 8

კომენტარები

სხვა სიახლეები