მსახიობმა პამელა ანდერსონმა Wikileaks-ის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი ლონდონის ციხეში მოინახულა. ინფორმაციას itvnews-ი ავრცელებს.
ანდერსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ასანჟი გისოსებს მიღმა ყოფნას არ იმსახურებს, უდანაშაულოა და მას უსამართლოდ ექცევიან.
“მას მხარდაჭერა სჭირდება, სამართლიანობა საზოგადოების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული. ის კარგი კაცია, არაჩვეულებრივი ადამიანი”, – განაცხადა პამელა ანდერსონმა.