ვინ იყო 26 წლის მამაკაცი, რომელიც ჩოხატაურში მოკლეს (ფოტო)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცი, ავთო კალანდაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად  მოკლეს.

მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე. როგორც სოფელ გუთურის მერის წარმომადგენელი, გიორგი პაიჭაძე “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, მომხდარი სოფლის მცხოვრებლებისთვის მოულოდნელი იყო.

“ძალიან კეთილშობილი, უკონფლიქტო ახალგაზრდა იყო. გაოცებულები ვართ ყველა. სავარაუდო მკვლელი დააკავეს, როგორც ვიცით, ის ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არ არის. მკვლელობა გარდაცვლილის სახლში მოხდა”, – ამბობს გიორგი პაიჭაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ბანკში პრობლემური სესხების ამოღების დეპარტამენტში მუშაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები