რუსთავში მომხდარ საზარელ ავტოავარიას 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი მორაგბე, ნიკა კევლიშვილია.
მორაგბე რუსთავში ცხოვრობდა და ამავე ქალაქის კლუბ “ხარებში” თამაშობდა.
სოციალურ ქსელში ნიკა კევლიშვილის ბოლო ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მან კლუბის პრესსამსახურთან ჩაწერა.