ვინ იყო წმინდა ვალენტინი და რატომ აღინიშნება 14 თებერვალს შეყვარებულთა დღე

წმინდა ვალენტინის დღე ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული დღესასწაულია, მთელს მსოფლიოში მას როგორც სიყვარულის დღეს ისე აღნიშნავენ. ამ დღეს როგორც წესი შეყვარებული ვაჟები და გოგონები , ზრდასრული ქალბატონები და მამაკაცები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ VII საუკუნიდან იღებს.
ბევრი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ თუ როგორ წარმოიქმნა ეს დღე. თუმცა მათ შორის განსაკუთრებულია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ მისი ლეგიონის ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა რომ ამით ჯარისკაცები თავის სამხედრო სამსახურს არ მოწყვეტილიყვნე12705731_1130636810314495_5712807520616473734_nნ და მათი დრო ოჯახს „არ მოეპარა“. მაშინ რომში ერთადერთი ქრისტიანი სასულიერო პირი ვინც შეყვარებულებს უთანაგრძნობდა, ვალენტინი აღმოჩნდა. ის ცდილობდა წყვილების კავშირი გაემყარებინა, არიგებდა ნაჩხუბარ შეყვარებულებს, წერდა მათთვის სასიყვარულო წერილებს, უგზავნიდა ახალგაზრდა გოგონებს ყვავილებს და იმპერატორის ბრძანების გვერდით ავლით, ფარულად აქორწინებდა მათ.
კლავდიუს მეორემ მოძღვრის საქციელის შესახებ შეიტყო თუ არა მისი დაპატიმრება ბრძანა. ვალენტინი დააპატიმრეს თუმცა სიკეთის კეთებას მოძღვარი ციხეშიც აგრძელებდა. მას საპყრობილის უფროსის უსინათლო ქალიშვილი შეუყვარდა და სასწაულებრივად განკურნა იგი, გოგონას თვალები აეხილა. ვალენტინს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მან სახჩობელაზე ასვლამდე გოგონას წერილი მისწერა, სადაც ემშვიდობებოდა და სიყვარულში უტყდებოდა. წერილს ბოლოში ერთვოდა ხელმოწერა: „ვალენტინისგან“. გოგონამ, როდესაც ეს წერილი მიიღო მაშინვე მზერა დაუბრუნდა. ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდგომ ხალხი ამ დღეს აღნიშნავს როგორც სიყვარულის დღეს. 200 წლის შემდეგ ვალენტინი წმინდანად აღიარეს და შეყვარებულთა მფარველად გამოაცხადეს. იმის ნიშნად რომ ვალენტინმა გოგონას წერილი მისწერა, ამ დღეს სწორედ ამ ფორმით უტყდებიან ვაჟები გოგონებს სიყვარულში, თუმცა დამკვიდრდა ტრადიცია რომ წერილს შეყვარებულები ხელს არ აწერენ და მათი ადრესატი რომ დააბნიონ ცდილობენ კალიგრაფია ოდნავ შეცვალონ კიდეც. ითვლება რომ ქალმა წერილის ავტორი უნდა გამოიცნოს. ამ დღეს წერილთან ერთად მამაკაცები ქალებს ყვავილებს უძღვნიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები