ვინ იყო ქალი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

„ბებო-ანგელოზი“, – ასე მოიხსენიებენ ქალს, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა.
ირენ სანდლერი პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მედდა, ვარშავის გეტოში შე12650396_1122310037813839_1657120277_nდიოდა. ამ უფლების მოპოვებაში გერმანულმა წარმომავლობამ შეუწყო ხელი.
ირენ სანდლერს ჩანთით და მანქანით გეტოდან ბავშვები გამოჰყავდა – ჩვილები, მოზრდილები.
ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომელსაც ჭიშკარში შესვლა-გამოსვლის დროს აყეფებდა. ერთი, რომ გუშაგები მანქანას ”ავი” ძაღლის გამო აღარ ეკარებოდნენ და, მეორეც, ყეფა ფარავდა ბავშვების ხმას.
ასე გამოიყვანა გეტოდან 2500 ბავშვზე მეტი. ბავშვებს პოლონელი ოჯახები მალავდნენ.
სანდლერის ქმედების შესახებ მაინც გაიგეს, დაიჭირეს და ისე აწამეს, ხელ-ფეხი დაემტვრა. ამის მიუხედავად, ის გადარჩა და ისევ გააგრძელა იატაკქვეშა საქმიანობა.
ირენ სანდლერი ბავშვების მონაცემებს მეგობრის ბაღში, ვაშლის ხის ძირას, მიწაში მინის ქილით ინახავდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს და შვილებს ერთმანეთის პოვნა შესძლებოდათ.
ომის შემდეგ ამ მონაცემებით, მართლაც, მოძებნეს გაზის კამერებს გადარჩენილი მშობ12647676_1122310021147174_2132111885_nლები. ობლების ნაწილი პოლონელებმა იშვილეს, ნაწილი ებრაელთა ბავშვთა სახლებში გადაიყვანეს.
პოლონეთის კომპარტიამ კი ირენ სანდლერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 1949 წელს მორიგი დაკითხვების დროს იგი ფეხმძიმედ იყო.
ბიჭუნა ნაადრევად დაიბადა და თერთმეტ დღეში გარდაიცვალა. ირენ სანდლერს აკრძალული ჰქონდა ქვეყნიდან გასვლაც, მიზეზი: ქვეყნის მთავრობასთან პოლიტიკური შეუთავსებლობა.
მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეძლო ისრაელში ჩასვლა, საიდანაც გამუდმებით მოსდიოდა მოწვევა.
გარდაიცვალა 2008 წელს, 98 წლის ასაკში, ვარშავაში, თავის ერთოთახიან ბინაში. 2007 წელს პოლონეთმა და ისრაელმა ირენ სანდლერი ნობელის პრემიაზე წარადგინა მშვიდობის დარგში.
პრემია მიანიჭეს ალბერ გორს, ამერიკის ვიცე-პრემიერს – გლობალური დათბობისადმი მიძღვნილი სლაიდ-შოუსთვის.
ეს მისი სიტყვებია: “ჩვენ, ვინც ბავშვები გადავარჩინეთ, გმირები არ ვართ. ეს სიტყვა დღემდე მთრგუნავს. პირიქით, დღემდე სინდისი მაწუხებს, რომ ასე ცოტა გავაკეთე… შემეძლო, მეტი გამეკეთებინა. ეს სინანული გამყვება სიკვდილამდე” .
“თითოეული ბავშვის გადარჩენა ჩემი დიდების მიზეზს კი არ იძლევა, არამედ ჩემი არსებობის გამართლებაა ამ ქვეყანაზე.”
ირენ სანდლერი 2008 წლის 12 მაისს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები