ბუკმეკერებმა იმ მსახიობების გვარები დაასახელეს, რომლებიც შემდეგი ჯეიმს ბონდის როლის შესრულების პრეტენდენტები არიან. ამის შესახებ გამოცემა “The Mirror” იუწყება.
ბუკმეკერების ვარაუდით, თუკი აგენტი 007-ის როლზე ჯასტინ ჰარტლის შეარჩევენ, ეს ნამდვილი შოკი იქნება. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატები ჯეიმს ჰარტლი, ტომ ჰიდსლტონი და რიჩარდ მედდენი არიან. შედარებით ნაკლები შანსები მსახიობებს, ჯეიმს ნორტონს, ტომ ჰარდის და იდრის ელბას აქვთ.
25-ე ფილმი ბონდის შესახებ ბოლო იქნება, რომელშიც მთავარი გმირის როლს დენიელ კრეიგი ასრულებს. ბონდიანას ამ ეპიზოდის გამოსვლა მსოფლიო ეკრანებზე 2020 წლის აპრილშია დაგეგმილი.
სხვა სიახლეები