შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ცდილობს, მაყურებელს ყოველ გადაცემაში სიურპრიზი შესთავაზოს. ამჯერად, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მონაწილეებმა, შემდეგ გამოსვლაზე წყვილები უნდა გაცვალონ. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრშია უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელიც „კვირა+“-ის ცნობით, შოუს დარჩენილ პერიოდში სალომე ჭაჭუასთან ერთად იცეკვებს. ასევე, სანდო წყაროს დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსახიობი ჯანო იზორია ნიკე კეშელავას დაუწყვილდება, რასაც ტელემაყურებლები დღეს საღამოს ნახავენ.