ვინ დიზელმა შვილის სახელი პოლ უოკერის საპატივსაცემოდ შეარჩია

თქვენი არ ვიცი, მე კი ნამდვილად ამიჩუყდა გული, როდესაც ვინ დიზელის წარმომადგენლებმა ახალი ინფორმაცია გაავრცელეს. ის, რომ მსახიობი შვილს ელოდებოდა, ყველამ ვიცოდით, მაგრამ არავინ ელოდა, რომ გოგონას, რომელიც “ფორსაჟის” საპრემიერო დღეებში მოევლინებოდა ქვეყანას, პოლ უოკერის საპატივსაცემოდ შერჩეულ სახელს დაარქმევდნენ. არადა, ვინ დიზელმა, ახლადმოვლენილი შვილის სქესის მიუხედავად, მოახერხა და დაბადების მოწმობაში სწორედ გარდაცვლილი მეგობრის სახელი მიუთითა. იმისათვის, რომ ქალიშვილს გოგონას სახელი რქმეოდა, უბრალოდ “-ინა” მიუმატა და, საბოლოოდ, ოჯახის ახალ წევრს პოლინა უწოდა. რა თქმა უნდა, ბავშვის დედა პალომა ხიმენესი ამის წინააღმდეგი არ ყოფილა.

“მხოლოდ პოლ უოკერი იყო ის ადამიანი, რომელზეც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ვფიქრობდი. დიახ, ვფიქრობდი… ვიცოდი, რომ იქ იყო. ვგრძნობდი. ისიც ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჩემი მეგობრის ხსოვნას ჩემი ოჯახისა და სამყაროს განუყოფელ ნაწილს გახდიდა.”

კომენტარები

სხვა სიახლეები