ვინ და რითი გაწუწა პუტინი? – რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა “ზაპოროჟეცებს” მისტირის (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ლუის ჰემილტონმა შამპანიურის ქაფით რუსეთის პრეზიდენტი გაწუწა. “მერსედესის” გუნდის მრბოლელს ვლადიმერ პუტინმა გრან-პრი გადასცა, რა დროსაც ემოციებისგან აჟიტირებულმა სპორტსმენმა, აქაფებული ბოთლიდან ალკოჰოლი არც მეტი, არც ნაკლები -რუსეთის პრეზიდენტს მიასხა. პუტინმა ეს ჟესტი რა თქმა უნდა, ხუმრობად მიიღო და გაიღიმა.

სოჭში გუშინ “ფორმულა-1”-ის მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოვებიც ცერემონია გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო. ვლადიმერ პუტინმა გამარჯვებულს – ბრიტანელ პილოტს ლუის ჰემილტონს გრან-პრი პირადად გადასცა. მრბოლელი უკვე მეორე წელია, რაც ზედიზედ ხდება ავტორბოლის გამარჯვებული. გასულ წელს, როდესაც სოჭში პირველად გაიმართა სამეფო რბოლა, გამარჯვებულ ჰემილტონს ჯილდო მაშინაც ვლადიმერ პუტინმა გადასცა.

“მე რბოლა ძალიან კარგად დავიწყე. სამწუხაროა, რომ ნიკო როსბერგი დისტანციიდან გადავიდა. ამის შემდეგ, მე ავტორბოლის კონტროლი მშვიდ ვითარებაში მომიწია. მთავარი ისაა, რომ ჯგუფი ამ გრან-პრიზე მთლიანობაში ძალიან კარგად წარსდგა”, – განაცხადა ლუის ჰემილტონმა.

ავტორალიში მეორე ადგილზე “ფერარის” გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, მესამეზე კი “ფორს ინდოეთის” მექსიკელი მრბოლელი სერხიო პერესი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ცნობილია, რომ ის “ფორმულა-1”-სა და ზოგადად ავტორბოლის დიდი მოყვარულია. სპორტული გატაცებებით ცნობილ ვლადიმერ პუტინს ძალები “ფორმულა-1”-შიც აქვს მოსინჯული. რამდენიმე წლის წინ, ლენინგრადის ოლქში სპეციალურ ტრასაზე, ის ავტომობილს 240 კმ/საათის სიჩქარით ატარებდა. მაშინდელმა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ჩაფხუტი და სპეციალურად მისი ინიციალებიანი კომბინიზონიც მოირგო. ტექნიკოსის შეკითხვაზე, მოხერხებულად გრძნობდა თუ არა თავს პილოტის ადგილზე, პუტინმა უპასუხა, რომ მის “ძველ ზაპოროჟეცში” უფრო დიდი ადგილი იყო”.

https://www.youtube.com/watch?v=Pwty6Yn9uIs&feature=youtu.be

1 2 3 3_87ab8372 4 5 6 7 8 8-2 9 10 11 12 12-2 12-3 13 14 15 16 17 18 19 20 RUSSIA-PUTIN-F1-RACE 22 4106113 4106116 4106117 4106119 4106191 4106193 4106194 4106196 4106197

კომენტარები

სხვა სიახლეები