“მის საქართველო 2018” მოდელი და ტელეწამყვანი, 24 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა. მოდელი ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილისა და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის ქალიშვილია.
მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა დაამთავრა “ჯიპას” საერთაშორისო მეცნიერებათა ფაკულტეტი, დიპლომატიის განხრით.
“მიყვარს საკუთარი საქმე და აქტიური ცხოვრების რიტმი, ყოველდღიურად მიყვარს რაიმე ახლის შეცნობა და ისეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისგანაც ბევრი რამის შესწავლა არის შესაძლებელი. ვარ შრომისმოყვარე და ვთვლი, რომ საკუთარ თავზე მუშაობა, შრომისმოყვარეობა ყოველთვის ამართლებს და წარმატების უცვლელი რეცეპტია”, . – აცხადებს “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი.
სხვა სიახლეები