შოუმენმა ზალიკო ბერგერმა პროექტი “ცეკცვავენ ვარსკვლავები” დატოვა.
მან მხოლოდ ორ ტურში მიიღო მონაწილეობა ბერგერი პირევლივე ცეკვის შემდეგ გახდა აუტსაიდერი მეტიც მან საზოგადოების გაღიზიანება მას შემდეგ გამოიწვია, როცა მეწყვილე მარტო დატოვა, როგორც მოგვიანებით აღნიშნა ის ძალიან ნერვიულობდა.
ამჯერად ის ისევ მოხვდა აუტსაიდერებში და პროექტიც დატოვა, თუმცა მან აღნიშნა რომ პროექტის დატოვებას ისედაც აპირებდა რადგან ერთ კვირაში საზღვარგარეთ მიემგზავრება და ეს შოუს შემქმნელებმა ისედაც იცოდნენ.
“პროექტის დატოვებას ისედაც ვაპირებდი ეს შოუს შემქმნელებმა იცოდნენ რადგან ერთ კვირაში ქვეყნიდან მივემგზავრები”- განაცხადა ბერგერმა.
სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში სადაც ის აუტსაიდერია საზოგადოება წერდა რომ მისი ადგილი “ცეკვავენ ვარსკვლავვებიში” არ იყო და დროულად ადტოვა პროექტი, რაზეც ბერგერი აკომენტარებს, რომ “პროექტმა რეიტინგი მისი წყალობით დადო” – ვინ გამიშვა… მე წავედი, ხომ დაგაწერინეთ რეიტინგი.”
სხვა სიახლეები