ვინ არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლა (ფოტო)

ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, მინდია შავაძეა. შემთხვევა ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია.

შავაძე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას მძიმედ იყო. მას მრავლობითი მოტეხილობა და რამდენიმე ტრავმა აღენიშნებოდა. 27 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები